LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tasteit გაეშვა – აპლიკაციაში ხუთ დღეში მომხმარებლების რეკორდული რაოდენობა დარეგისტრირდა

200
tasteit

Tasteit App-ში, რომელიც ადამიანებს კულინარიული გამოვნების მიხედვით აკავშირებს, გაშვებიდან ხუთ დღეში მომხმარებლების რეკორდულად დიდი რაოდენობა დარეგისტრირდა.

აპლიკაცია App Store-ის საქართველოს მარკეტზე, საკვებისა და სასმლის კატეგორიაში, ტოპ სამ აპლიკაციას შორის მოხვდა და Wolt-ისა და Macdonalds-ის შემდეგ, მესამე ადგილს იკავებს.

Tasteit უკვე ხელმისაწვდომია როგორც Android-ის, ისე – iOS-ის მომხმარებლისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ შეგიძლიათ, აპლიკაცია გადმოტვირთოთ და თქვენი პირადი გემრიელი თავგადასავალი დაიწყოთ.

იდეის ავტორი და დამფუძნებელი გიორგი ურუშაძეა, რომელმაც 100 000-ლარიანი დაფინანსება პავლე მგელაძისა და ქეთი ქვარცხავასგან Shark Tank Georgia-ში მიიღო.

Tasteit ცვლის გაცნობის აპლიკაციების მუშაობის პრინციპს და ადამიანების დამაკავშირებლად იყენებს საჭმელს. გაცნობის აპლიკაციებისგან განსხვავებით, პიროვნებების ნაცვლად, შეგიძლიათ, დაალაიქოთ კერძები/სასმელები და გახდეთ მათი გამომწერები.

Tasteit ახალი გემოების აღმოჩენასთან ერთად, ახალი ადამიანების გაცნობის საშუალებასაც გაძლევთ, კერძოდ, შეგიძლიათ, კომუნიკაცია დაამყაროთ იმ მომხმარებლებთან, რომლებსაც ზუსტად თქვენი მსგავსი კულინარიული გემოვნება აქვთ და გახდეთ Foodmate-ები, იგივე პარტნიორები ჭამაში ან საჭმლის მეგობრები.

Tasteit არ არის კლასიკური გაცნობის აპლიკაცია, რადგან ადამიანებს აკავშირებს კულინარიული გემოვნების მიხედვით, ყოველგვარი რომანტიკული ჩარჩოს გარეშე.

Tasteit-ის მომხმარებელი ისარგებლებს  ფასდაკლებებითა და სხვადასხვა შეთავაზებით რესტორნებისგან. აპლიკაციას მალე დაემატება ახალი ფუნქციები, რომელიც კულინარიულ თავგადასავალს უფრო საინტერესოს გახდის.

 

გადმოწერე აპლიკაცია iOS-ზე – https://apps.apple.com/app/tasteit/id6444895835

გადმოწერე აპლიკაცია Android-ზე – https://play.google.com/store/apps/details?id=me.tasteit

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g