LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტატა ხვედელიანი: „დიალოგი ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი და მოცემულობაა, რომელიც ქვეყანაში უნდა დადგეს, მაგრამ ამ დიალოგს ანგრევს ორი ძალა – „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“

108
ტატა ხვედელიანი

„რა თქმა უნდა, დიალოგი ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი და მოცემულობაა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში უნდა დადგეს, მაგრამ ამ დიალოგს ანგრევს ორი ძალა – „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ტატა ხვედელიანმა განაცხადა.

ხვედელიანმა ჟურნალისტებთან ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის განცხადება შეაფასა.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის განცხადება: მოვუწოდებ ყველა მხარეს დიალოგის აღდგენის მიზნით პირდაპირი კომუნიკაციის დაწყებისკენ – ამაში მთავრობას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება

საქართველოში არსებული პრობლემების მოგვარება ჩვენი, ეუთო-ს ან ნებისმიერი სხვა საერთაშორისო ორგანოს საქმე არ არის, – ნათქვამია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის განცხადებაში

„პარლამენტის და არჩევნების ბოიკოტირება რომ შეცდომა იყო, ეს ჩვენი პოლიტიკური ძალისგან თქვენ ბევრჯერ გაგიგიათ. განვაახლეთ საპარლამენტო მუშაობა და ვიყენებთ ნებისმიერ მშვიდობიან გზას იმისთვის, რომ შევამციროთ „ოცნების“ ამომრჩევლები. რაც შეეხება სხვა დათქმებს და პუნქტებს, რომელზეც ეუთოს წარმომადგენლები საუბრობენ, რა თქმა უნდა, დიალოგი ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი და მოცემულობაა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში უნდა დადგეს, მაგრამ ამ დიალოგს ანგრევს ორი ძალა – „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“. ამ დიალოგის შესაძლებლობის სივრცეს ეს ორი ძალა აქრობს და ანგრევს თავისი რადიკალური გადაწყვეტილებებით, რადიკალური სცენარების დაანონსებით, რადიკალური საკანონმდებლო ინიციატივებით და იმ რადიკალიზმის ხარისხის მომატებით, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია“, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა.

კითხვაზე, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ დიალოგი შედგეს, ხვედელიანმა უპასუხა, რომ ამისთვის პირველ რიგში უნდა შემცირდეს რადიკალიზმის ხარისხი და ის უდანაშაულო ადამიანები უნდა გათავისუფლდნენ, „რომლებიც დღეს ქართულ ციხეებში იმის გამო არიან გამოკეტილები, რომ „ოცნებას“ დისკომფორტს უქმნიდნენ“:

„სწორედ ამიტომ ვმუშაობთ ამნისტიის საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც საშუალებას მისცემს ჩვენს ქვეყანას რადიკალიზმის ეს მაღალი ხარისხი შემცირდეს და გადატვირთვით დავიწყოთ ჩვენი ქვეყნის განვითარება. სწორედ აქ გამოჩნდება „ოცნების“ მზაობა – სურს თუ არა ჩვენს ქვეყანაში არსებული რეალობის შეცვლა და სურს თუ არა, რომ რადიკალიზმი შემცირდეს ჩვენს ქვეყანაში. თუ სურს, რომ ეს ორი ძალა ერთმანეთს ასულდგმულებდეს, ფონს გავიდეს „ნაციონალური მოძრაობის“ ფონზე თავისი რიტორიკით და ის ყველაფერი, რაც საბოლოო ჯამში აზიანებს ჩვენს ქვეყანას და ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს”, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა.

ცნობისთვის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია აცხადებს, რომ საქართველოში პოლიტიკური დიალოგის არარსებობა სტაბილურობისა და ქვეყანაში პრობლემების მოგვარებისთვის სერიოზულ დაბრკოლებას წარმოადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g