LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

TAV Airports-ის ვიცე-პრეზიდენტი ევროპის აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს წევრად აირჩიეს

47
5bfe38172aa1ce22a071230e

27 ოქტომბერს, ჟენევაში გამართულ ასოციაციის ყოვეწლიურ გენერალურ ასამბლეაზე, Groupe ADP-ის წევრი, TAV Airports-ის ვიცე-პრეზიდენტი სერქან კაპტანი, ევროპის აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს (ACI EUROPE) წევრად აირჩიეს. ACI EUROPE 55 ქყვეყნის 500-ზე მეტ აეროპორტს წარმოადგენს.

„საავიაციო ინდუსტრია თავის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდს გადი. ACI Europe-ის როლი კოვიდ პანდემიის შემდგომი პერიოდის ნორმალიზებაში, ახალი სტანდარტების შემუშავებასა და გადაწყვეტილებების მიღებაში საკმაოდ დიდია. ჩემთვის დიდი პატივია ACI EUROPE-ის საბჭოში არჩევა და მოუთმენლად ველი შევიტანო ჩემი წვლილი ინდუსტრიის აღდგენაში,” – აღნიშნა სერქან კაპტანმა.

სერქან კაპტანი 30 წელია ავიაციის სფეროში საქმიანობს. კარიერის დასაწყისში ის წამყვან პოზიციებს იკავებდა საერთაშორისო კომპანიებში Birgenair Charter Group და Airport Consulting Vienna. 2002 წელს სერქან კაპტანი TAV Airports-ის გუნდს შეურთდა. 2016 წელს კი ის ვიცე-პრეზიდენტის სტატუსით 26 ქვეყნის 92 აეროპორტში ბიზნესგანვითარებას კურირებს. ამასთან ერთად, სერქან კაპტანი TAV Airports-ის ყველა შვილობილი კომპანიის, მათ შორის ანტალიის, მედინისა და ზაგრების აეროპორტების და სახმელეთო მომსახურების კომპანიის საბჭოს წევრია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები