LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თავდაცვის მინისტრი: „როცა გამოძიება ქვეყნის ტრაგედიას ეხება, ყველა პროცესი მაქსიმალურად ობიექტურად უნდა წარიმართოს.. ჩვენ ვერ დავინახეთ, რომ მეწყრის რაიმე წინაპირობა შეიძლება ყოფილიყო“

207
Untitled design (1)

„როცა გამოძიება ქვეყნის ტრაგედიას ეხება, რა თქმა უნდა, ყველა პროცესი მაქსიმალურად ობიექტურად უნდა წარიმართოს“, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა შოვის სტიქიაზე საუბრის დროს განაცხადა.

ონის მერი: 21 გარდაცვლილი მოქალაქიდან 19 იდენტიფიცირებულია

ჟურნალისტების კითხვაზე – მისი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია, შოვზე გამოძიება ობიექტურად წარიმართოს და აქვს თუ არა კითხვები სტიქიასთან დაკავშირებით, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა:

„ჩვენ ვერ დავინახეთ, რომ შეიძლება მეწყრის რაიმე წინაპირობა ყოფილიყო. გამოძიება ქვეყნის ტრაგედიას როცა ეხება, რა თქმა უნდა, ყველა პროცესი მაქსიმალურად ობიექტურად უნდა წარიმართოს, ეს ცალსახაა. ეს დღე იქცა ქვეყნის ტრაგედიად, რომელიც ისტორიას დაამახსოვრდება. პირადად მე, არ დამრჩენია შეგრძნება, რომ მეწყრის რაიმე წინაპირობა არსებობდა“, – თქვა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

ცისკარიშვილი შოვის სტიქიაზე: „მონიტორინგის სისტემა, რის აწყობასაც 5 წლის წინ დაგვპირდნენ, მყისიერად აღმოაჩენდა მდინარეზე მიმდინარე პროცესებს და ხალხის ევაკუაციაც დროულად მოხდებოდა“

თემურ მღებრიშვილი – სამ საათზე ნაკლებ დროში, პირველი ვერტმფრენი უკვე სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიებაში იღებდა მონაწილეობას – მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა სითბური დრონები

მანჯგალაძე – მართალია, ტრაგედიას გლოვა და დუმილი უხდება, მაგრამ დანაშაულს დუმილი არ უხდება – დანაშაულის დროს დუმილი დანაშაულში თანამონაწილეობაა

მანჯგალაძე შოვის სტიქიაზე: „უნდათ საზოგადოებას დააჯერონ, რომ ასეთი სტიქია რვა წუთში შეიქმნა და არანაირი წინასწარი ნიშნები არ არსებობდა“

თავდაცვის მინისტრი: „ვერტმფრენებს არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონია – მეტი გვეყოლებოდა, თუ არა“

პაპუაშვილი: „შოვში ვერტმფრენი 3 საათის დაგვიანებით კი არა, 3 საათში მივიდა.. 1 საათი ფრენას უნდა, შეტყობინების შემდეგ გადამოწმება სჭირდება, რა ტექნიკაა საჭირო, ამის შემდეგ, ტექნიკის მოსამზადებელი პერიოდია, მანქანა ხომ არ არის, დაქოქო და წახვიდე“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g