LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თავდაცვის მინისტრი: „წავიდა მედვედევი, წასულია“

335
Untitled design

სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდზე მისულ თავდაცვის მინისტრს ჟურნალისტებმა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის მიერ გამოქვეყნებულ სტატუსზე კითხვა დაუსვეს.

მედვედევის გვერდზე გამოქვეყნდა პოსტი, რომ საქართველო რუსეთის ნაწილი უნდა გახდეს – სტატუსი 10 წუთში წაიშალა

ჯუანშერ ბურჭულაძე მედიის წარმომადგენლებთან მოკლე კომენტარით შემოიფარგლა – „წავიდა მედვედევი, წასულია“, – განაცხადა ბურჭულაძემ.

 

შეგახსენებთ, გასულ ღამეს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის პირად გვერდზე სოციალურ ქსელში – ВКонтакте, გამოქვეყნდა სტატუსი, რომელშიც მედვედევი რუსეთის საზღვრების აღდგენაზე და მეზობელ ქვეყნებზე საუბრობს.

ამ დროისთვის სტატუსი სოციალურ ქსელში აღარ იძებნება. პოსტი 10 წუთში წაიშალა, თუმცა მისი “სქრინშოტი” საკუთარ ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა რუსმა ჟურნალისტმა და პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ქსენია სობჩაკმა.

მედვედევის პირად გვერდზე გამოქვეყნებულ ტექსტში საუბარია საქართველოზე და აღნიშნულია, რომ საქართველო რუსეთის შემადგენლობაში უნდა შევიდეს.

ცოტა ხნის წინ, რუსულმა საინფორმაციო სააგენტო Tass-მა გაავრცელა მედვედევის თანაშემწის კომენტარი, რომელშიც ოლეგ ოსიპოვი ამბობს, რომ მედვედევის გვერდი გატეხეს.

„გვერდი გატეხილია“ – თანაშემწე ამბობს, რომ მედვედევს საქართველოზე პოსტი არ დაუწერია

ელისაშვილი: „საშიში გეგმები აქვთ.. ომისთვის უნდა ვემზადებოდეთ ყველანი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები