თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილი უფროსი, ნინო თოლორდავა სექტემბრიდან ტელეკომპანია იმედის საინფორმაციო გამოშვების, ქრონიკის წამყვანი იქნება. ამის შესახებ მან ფეისბუქის გვერდზე დაწერა.
თოლორდავა ამით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომ ის, სავარაუდოდ, რუსთავი 2-ზე 9-საათიანი კურიერის წამყვანად განიხილებოდა.
“ძალიან გახარებული ვარ, რომ ამბავმა ჩემი ტელევიზიაში დაბრუნების შესახებ, ამდენი ადამიანის ინტერესი გამოიწვია. ვღებულობ უამრავ შეტყობინებას და ზარებს ❤️ მეგობრებო მინდა გითხრათ, რომ დავბრუნდი იქ სადაც ყოველთვის ვგრძნობდი რომ ჩემი ადგილია! სექტემბრიდან იმედზე ქრონიკაში შევხვდებით❤️მიყვარხართ ❤️”- წერს ნინო თოლორდავა
თავდაცვის სამინისტროში თოლორდავა 2017 წლიდან მუშაობს. მანამდე სხდასხვა პერიოდში ის ტელეკომპანია “მაესტროსა” და საზოგადოებრივ მაუწყებელში მუშაობდა.