ნიკო გომელაურის გარდაცვალებიდან 15 წელი გავიდა.
თარიღს სოციალურ ქსელში თავისუფალი თეატრი ეხმაურება.
„დღეს 15 წელი შესრულდა, რაც ნიკო გომელაურმა დაგვტოვა.
ნიკო დღემდე არის ჩვენი თეატრის განუყოფელი ნაწილი, მისი სახელი ყოველთვის იქნება თავისუფალი თეატრისათვის ძვირფასი, მუდამ მოვიგონებთ მის მიერ შესრულებულ სცენიურ სახეებს, მის ლექსებს, მის როლს ჩვენი თეატრის ფორმირებაში,“ – აღნიშნულია გაცხადებაში.