„თავისუფლება, რომელზეც დღეს ვსაუბრობთ, ევროპულ ღირებულებებსა და დემოკრატიაზე — ამ ყველაფრის საფუძველი იმ გმირებმა ჩაყარეს, ვინც 1989 წლის 9 აპრილს ქუჩაში გამოვიდა“, – წერს სოციალურ ქსელში საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნინო ზამბახიძე.
„ათასობით მამაცი ადამიანი დაუპირისპირდა კონკრეტულ მტერს — რუსეთს, გაუძლო დარბევას, კომენდანტის საათს და ბევრი მათგანის სიცოცხლეც შეეწირა.
სწორედ მათი თავგანწირვით მოვიპოვეთ ის უფლება, რომ დღეს ვილაპარაკოთ თავისუფლებაზე.
დიდება გმირებს!“
თავისუფლება, რომელზეც დღეს ვსაუბრობთ, ევროპულ ღირებულებებსა და დემოკრატიაზე — ამ ყველაფრის საფუძველი იმ გმირებმა…
Posted by Nino Zambakhidze on ოთხშაბათი, 09 აპრილი, 2025
9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა.
პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
„ისტორია ყველაფერს დაარქმევს სახელს და ამას ქართველი ხალხის გამარჯვება ერქმევა“ – ნანა მახარაძე
1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.