ნიკოლოზ რაჭველი დაკავებულ მუსიკოსს, ანრი კაკაბაძეს სოლიდარობას უცხადებს.
ამის შესახებ რაჭველი სოციალურ ქსელში წერს.
„თავისუფლება საქართველოს ევროპული, ნათელი მომავლისთვის მებრძოლ ჩემს უმცროს კოლეგას, თავისუფლება ყველა ღირსების პატიმარს!!!“ – წერს ნიკოლოზ რაჭველი.
ცნობისთვის, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანს, მამუკა ჯორბენაძეს და ოთხ სტუდენტს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.