55 წლის ჰოლი ბერი საოცრად ახალგაზრდულად გამოიყურება, ის მაქსიმალურად ცდილობს სპორტული ფორმის შენარჩუნებას და ამას შესანიშნავად ახერხებს. ზოგადად, მსახიობი მაკიაჟს ხშირად არ იყენებს და გამონაკლისი არც უკანასკნელი შემთხევა იყო.
ვარსკვლავი ბევერლი ჰილსზე თავის 8 წლის ვაჟთან ერთად გამოჩნდა. მას თავზე ფერადი ბენდენა ჰქონდა წაკრული და ნაცრისფერი მაისური და თავისუფალი სტილის შარვალი ამშვენებდა.
ცნობისთვის, ბერი უკვე ერთ წელზე მეტია მუსიკოსს ვან ჰანტს ხვდება და თავს შესანიშნავად გრძნობს.
„ვაკეთებთ იმას, რაც გვსურს“ – ჰოლი ბერისა და მისი რჩეულის ვნებიანი კოცნა