პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში საკუთარი კოლექცია ცნობილმა ბრიტანელმა დიზაინერმა ვივიენ ვესტვუდმა წარმოადგინა. ლეგენდარულმა დიზაინერმა სცადა, შეენარჩუნებინა ჰიპური ხაზი თავის ახალ კოლექციაში და ცოტა მეტი ექსპერიმენტიც შემოეტანა. მაგალითად წელს პირველად დიზაინერმა შემოგვთავაზა უცნაური მოდელის თავსაბურავი, რომელიც თავზე სკამს წარმოადგენდა. ასევე მოდელი გამჭვირვალე კაბითა და ჰიჯაბით, რომელსაც ხელში სკეიტბორდი ეჭირა და მწვანე ფერებში შემოსილი მოდელი, რომელსაც წელზე მაგიდა ჰქონდა შემორტყმული.
კიდევ უფრო საინტერესო იყო სცენაზე ნახევრად შიშველი მამაკაცების გამოჩენა, რომლებიც ვარდისფერ საცვლებში იყვნენ წარმოდგენილები. ამით დიზაინერმა გენდერული სტერეოტიპები დაამსხვრია.
თავად ვესტვუდი სცენაზე საკუთარი კოლექციის კაბით გამოვიდა.