LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თაზო დათუნაშვილი: „როცა რუსეთი სუსტია, როცა შენი მტერი სუსტია, როცა შენს მტერს არ აქვს უნარი, რომ რაღაცებზე გიპასუხოს, ეს მომენტი სტრატეგიულად უნდა გამოიყენო, გეოპოლიტიკური მოქმედების ანა-ბანაა“

104
თაზო დათუნაშვილი

„როდესაც ვსაუბრობთ ხოლმე საქართველოს სწორ პოზიციონირებაზე, როცა ელჩები ლაპარაკობენ საქართველოს სწორ პოზიციონირებაზე, ამაში, არც ერთ ეტაპზე, არავის მხრიდან ნათქვამი არ ყოფილა ან რაიმე სანქციებზე მიერთება, ან სანგრების გახსნა და ფრონტის ხაზის გაკეთება“, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, თაზო დათუნაშვილმა საქართველოში საფრანგეთის, გერმანიისა და გაერთიანებული სამეფოს ელჩების ერთობლივ განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„მტკიცება, რომ გერმანიამ, საფრანგეთმა ან დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ მოუწოდეს, მცდარია და წარმოადგენს დეზინფორმაციას“ – გერმანიის, საფრანგეთის და გაერთიანებული სამეფოს ელჩების ერთობლივი განცხადება

თაზო დათუნაშვილის სიტყვებით, „როცა რუსეთი სუსტია, როცა შენი მტერი სუსტია, როცა შენს მტერს არ აქვს იმის უნარი, რომ რაღაცებზე გიპასუხოს, ეს მომენტი სტრატეგიულად უნდა გამოიყენო, ეს გეოპოლიტიკური მოქმედების ანა-ბანაა“.

„როდესაც ვსაუბრობთ ხოლმე საქართველოს სწორ პოზიციონირებაზე, როცა ელჩები ლაპარაკობენ საქართველოს სწორ პოზიციონირებაზე, ამაში, არც ერთ ეტაპზე, არავის მხრიდან ნათქვამი არ ყოფილა ან რაიმე სანქციებზე მიერთება, ან სანგრების გახსნა და ფრონტის ხაზის გაკეთება. ს არის თავიდან ბოლომდე მოსკოვში დაწერილი იდიოტიზმი, რომელსაც სალაფავად აჭმევენ ქართველ ხალხს და შიშებზე მოქმედებენ, შიშებზე, რომელიც ძალიან ბუნებრივია, იმიტომ, რომ საქართველოში სულ რაღაც 14 წლის წინ რუსული ინტერვენცია იყო. მაგრამ ამის მიღმა მინდა საქართველოს მოქალაქეებმა ერთი მაგალითი დაინახონ, როცა რუსეთი სუსტია, როცა შენი მტერი სუსტია, როცა შენს მტერს არ აქვს იმის უნარი, რომ რაღაცებზე გიპასუხოს, ეს მომენტი სტრატეგიულად უნდა გამოიყენო, გეოპოლიტიკური მოქმედების ანა-ბანაა. ამის მაგალითად იხილეთ სომხეთი და აზერბაიჯანი. რუსეთი დღეს ისეთი სუსტია, როგორი სუსტიც უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში არცერთ ეტაპზე არ ყოფილა.

სომხეთმა და აზერბაიჯანმა რუსეთის ეს სისუსტე გამოიყენა იმისთვის, რომ გათავისუფლებულიყო დამპყრობლის და კოლონიზატორის ბოლო მარწუხებისგან და დღეს აზერბაიჯანისა და სომხეთის უსაფრთხოების გარანტორი არის აშშ და არა რუსეთი. რუსეთი როგორი გარანტორია უსაფრთხოების, არ გინდათ უკრაინაში ნუ წახვალთ, ჩვენს რეგიონში, ჩვენს მეზობლად ნახეთ, რუსეთი რომელიც იყო უსაფრთხოების გარანტორი სომხებისთვის და თავისი ერთი მოკავშირისგან მეორე მოკავშირე ვერ დაიცვა, როცა საქმე ეხებოდა აგრესიას. რუსეთი ასეთია, მხდალია. ასეთი იყო ერეკლე მეორეს დროსაც და ასეთია დღესაც. და ეს მომენტი იმის მაგივრად, რომ გამოიყენო შენც, გათავისუფლდე საბოლოდ კოლონიური მარწუხებისგან, ამის საპირისპიროდ სამშობლოს გაყიდვას დაარქვეს პატრიოტიზმი „ქოცებმა“.

სამშობლოს გაყიდვას და გაჩაჩანაკებას და მის მარგინალიზაციას უწოდეს მშვიდობა და დღეს საქართველო სამხედრო, ეკონომიკური თვალსაზრისით ისეა დამოკიდებული მის დამპყრობელზე და მტერზე, როცა ის არ ყოფილა დამოუკიდებლობის დღიდან არცერთ მომენტში. ეს არის რეალობა და სინამდვილე, რომლის დამახინჯებული ფორმითაც ცდილობს „ქართული ოცნება“ გაყიდოს საკუთარი ხელისუფლებაში ყოფნა“, – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

💬ქართულმა საზოგადოებამ დიდი ხანია იცის გერმანიის ელჩის ფარისევლობა, მისი ორმაგი სტანდარტი, მისი დამოკიდებულება…

Posted by Fortuna News • ფორტუნას ახალი ამბები on სამშაბათი, 24 თებერვალი, 2026
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g