LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისი 20 წლის წინ შეივსო, კორპუსების მშენებლობა აღარ გვინდა – ლაშა პაპაშვილი

199
60181f9dcd319

„მშენებლობა აღარ გვინდა ამ ქალაქში განსაკუთრებით საცხოვრებელი კორპუსების“, – ამის შესახებ კომპანია „რედიქსის“ დამფუძნებელმა ლაშა პაპაშვილმა Forbes Talks-ში სტუმრობისას განაცხადა. მისი თქმით, თბილისი 20 წელია რაც შეივსო და მას არც ერთი აგურის დამატება აღარ სჭირდება.

„ეს არის ჩემი მოლოდინი და თხოვნა ყველასთან რომ შეაჩერონ ყველაფერი. არსებულს თუ გადავაკეთებთ და ძველს თუ აჟურში მოვიყვანთ, თორემ საცხოვრებელი სახლების მშენებლობების წინააღმდეგი ვარ. 20 წლის წინ შეივსო თბილისი, არც ერთი აგური არ სჭირდება თბილისს“, – ამბობს ბიზნესმენი.

მასიური საცხოვრებელი პროექტების განხორციელების მიზეზად ლაშა პაპაშვილი დარგის დერეგულირებას მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ თბილისს მასშტაბური პროექტები ამახინჯებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g