დღეს თბილისში კორონავირუსის 179 შემთხვევა დაფიქსირდა. თბილისში დაინფიცირებულთა რაოდენობის მატების გამო დილიდან დაკეტილია სავაჭრო ცენტრი „თბილისი ცენტრალი“.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მათ ტერიტორიაზე მდებარე „ოქროს ბირჟაზე“ კორონავირუსის 5 შემთხვევა დაფიქსირდა. სავაჭრო ცენტრის დაკეტვის მიზეზი სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებაა.
სავაჭრო ცენტრი სამი დღით, 9 ოქტომბრიდან 12 ოქტომბრამდე იქნება დაკეტილი.
„თბილისი ცენტრალში“ განთავსებულია პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ცენტრალური ოფისი.
“ყველაზე საშიში მდგომარეობა თბილისშია” – როგორ ნაწილდება კორონავირუსის ახალი შემთხვევები რეგიონებში