LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისი ევროპის ყველაზე ლამაზი დედაქალაქების სამოგზაურო სიაში მოხვდა

107
tbilisi-1615275320

გერმანული სამოგზაურო გამოცემა Travelbook-ის გამოკითხვაში თბილისი ევროპის 14 ულამაზეს დედაქალაქს შორის მოხვდა. Travelbook-მა სოციალურ ქსელებში: Facebook და Instagram 200 ათასზე მეტ გამომწერს შეკითხვით მიმართა ევროპის 47 დედაქალაქიდან სად ისურვებდა მოგზაურობას და რომელია ევროპის ყველაზე ლამაზი დედაქალაქი. Travelbook-ის გამოკითხვის მონაწილეებმა შემდეგი დედაქალაქები აირჩიეს: თბილის, რომი, ვენა, ლისაბონი, პარიზი, პრაღა, სტოკჰოლმი, კოპენჰაგენი, ლონდონი, ამსტერდამი, ტალინი, ვალეტა, მადრიდი და ათენი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები