LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თბილისი რიტმის“ ფარგლებში დაგეგმილი დასკვნითი კონცერტი შემოდგომაზე გადაიდო

62
მუსიკოსი მთავარზე

ფესტივალი „თბილისი რიტმი“ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს და იუწყება, რომ ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი ერთ-ერთი ღონისძიება შემოდგომისთვის გადაიდო:

„ძვირფასო მეგობრებო!

სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ „თბილისი-რიტმის“ საორგანიზაციო ჯგუფის სახელით გამოვხატავთ მადლიერებას თქვენი თანადგომისთვის.

15 ივნისს ფესტივალის გახსნის საღამო პაოლო ფრეზუს ტრიოს მონაწილეობით წარმატებით შედგა თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში.

საფესტივალო კალენდრით, 24 ივნისს ქართველი მომღერალი ქეთი ფარესაშვილი მეგობრებთან ერთად დათო ილურიძის ბენდის თანხლებით განახლებულ პროგრამას წარადგენს კლუბ „ოტიუმში“, ხოლო 29 ივნისს, „ვინდემ გრანდ ოტელში“ მოწვეულ სტუმრებს პოზიტიური ფსიქოკონსულტანტი, მაკო ჯაოშვილი თავისი პირველი წიგნიდან „ცხოვრება, როგორც პერფორმანსი“ გააცნობს მამოტივირებელი შინაარსის ასპექტებს პიროვნული ზრდა-განვითარებისა და წარმატებისთვის.

რაც შეეხება, რუსთაველის ეროვნულ თეატრში, 2 ივლისს დაგეგმილ ფესტივალის დახურვის ცერემონიას, სამწუხაროდ, გვიწევს გადავადება, რადგან საქართველოს ავიახაზებმა „აირზენამ“ მოულოდნელად გააუქმა პირველ ივლისს განსახორციელებელი პირდაპირი რეისი პარიზი-თბილისი, რომლითაც საქართველოში უნდა ჩამოსულიყვნენ ცნობილი ფრანგი გიტარისტი ბირელი ლაგრენი და მისი თანმხლები 2 პირი. ჩვენს პარტნიორ ტურისტულ სააგენტოსა და „თურქიშ ავიახაზებთან“ ერთად ჩვენი მაქსიმალური ძალისხმევის მიუხედავად, უცხოელი არტისტების მხრიდან მოთხოვნილ თარიღში სხვა რეისზე გადაყვანა არ მოხერხდა. მხოლოდ ბოლო კვირას აღადგინა Air Zena-მ 1-ლი ივლისის რეისი, რაც ფაქტობრივად უკვე დაგვიანებულია არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად. ამის გამო იძულებული ვართ საფესტივალო პროგრამით გათვალისწინებული დახურვის კონცერტი გადავიტანოთ შემოდგომაზე. ამჟამად, ჩვენს ფრანგ პარტნიორებთან ვაწარმოებთ აქტიურ მოლაპარაკებას განახლებული თარიღების შესათანხმებლად.

მადლობას გიხდით ნდობისთვის“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g