LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის 2023 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა – რას მოხმარდება 1 მილიარდ 632 მილიონი ლარი

203
საკრებულო

თბილისის 2023 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა. ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 1 მილიარდ 632 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 326 მლნ ლარით აღემატება.

საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე თბილისის 2023 წლის ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ წარადგინა.

თბილისის მუნიციპალიტეტი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან და დონორი ორგანიზაციებიდან მოზიდული სახსრების პროექტების ფარგლებში 166 მილიონი ლარის ღონისძიებებს განახორციელებს. ჯამურად კი, 2023 წელს დედაქალაქში განსახორციელებელი პროექტების ღირებულება 1 მილიარდ 800 მილიონ ლარს შეადგენს.

დოკუმენტის ხარჯვით ნაწილის თანახმად: ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 515 მლნ ლარია გათვალისწინებული; გარემოს დაცვის მიმართულებით – 198 მლნ ლარი; ტრანსპორტის სუბსიდია – 286 მლნ ლარი; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის დაფინანსება – 39 მლნ ლარი; მუნიციპალური ბაღები – 171 მლნ ლარი; ავარიული შენობების გამაგრება და ჩანაცვლება – 32 მლნ ლარი; გარდამავალი პროექტები – 115 მლნ ლარი.

ერთ-ერთი ძირითადი პროექტი, რომლის განხორციელებასაც დედაქალაქის მერია 2023 წლიდან გეგმავს 18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვა და ახალი ავტობაზის მშენებლობაა.

გამკაცრდა სანქციები სამშენებლო პროცესზე, გარევაჭრობაზე, გარემოს დაბინძურებაზე, მწვანე ნარგავების დაზიანებაზე - კალაძემ 2022 წლის ანგარიში წარადგინა

კალაძის თქმით, 2022 წელს დაინერგა საზოგადოებრივი ტრანსპორტში გადახდის სრულყოფილი სისტემა, რის შედეგადაც, მიკროავტობუსები, მეტრო და ავტობუსები ერთიან სისტემაში მოექცა.

ვიცე-მერის განცხადებით, მრავალწლიანი პროექტის განხორციელება მომდევნო წელს დაიწყება და მისი ღირებულება 60 მლნ ლარი იქნება, საიდანაც 40 მლნ ლარი ავტობუსების შესაძენად დაიხარჯება, 20 მლნ კი – ავტობაზის მშენებლობისთვის. პროექტის ჯამური ღირებულება კი 300 მლნ ლარზე მეტია.

ასევე, იგეგმება წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია, რომელიც მოიცავს ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის, ტროტუარების, სანიაღვრე და კომუნიკაციის ქსელისა და გარეგანათების სისტემის მოწყობას. პროექტის ჯამური ღირებულება 45 მლნ ლარს შეადგენს, საიდანაც მომდევნო წელს 25 მლნ ლარის დახარჯვაა გათვალისწინებული.

“ბიუჯეტი უპრეცედენტო თანხით დამტკიცდა. ეს ნიშნავს, რომ კიდევ უფრო მეტი რესურსი არის გამოყოფილი თბილისელებისთვის და თბილისის კეთილდღეობისთვის. ბიუჯეტის მიმართულებით საკრებულოს სხდომაზე კითხვები არ ყოფილა. იყო გარკვეული მსჯელობები, გავეცით შესაბამისი პასუხები. საბოლოო ჯამში 330 მილიონი ლარით მეტი ბიუჯეტი დამტკიცდა, ვიდრე ეს გასულ წელს იქნა დამტკიცებული”, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

დღესვე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის საკრებულოში მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

 

magti 5g