LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის აქციაზე თანხა არაფერში, მათ შორის, არც ტრანსპორტირებაში არ გადაგვიხდია, მხოლოდ სცენაში გადავიხადეთ, რაც დაახლოებით 25 ათასი დაჯდა: ვარლამ გოლეთიანი

93
მსვლელობა

„არსებობს ინტერესი დაფინანსებასთან დაკავშირებით. ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით – დავდებთ ფინანსების წყაროებს, საიდანაც ეს თანხები მოდის. თუმცა, აქამდეც ვამბობთ, რომ ესენი ემიგრანტები და ჩვენი თანამოქალაქეები არიან“ – ამის შესახებ მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ დამფუძნებელმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.

„რიონის ხეობის მცველის“ თქმით, დაფინანსებასთან დაკავშირებით ყველაფერი დასაბუთდება მაშინ, როცა ამ ინფორმაციას გაასაჯაროებენ. გოლეთიანი პოლიტიკოსებსა და იმ მოქალაქეებს, ვისაც „რიონის ხეობის მცველების“ დამფინანსებლებში ეჭვი შეაქვთ, მოუწოდებს საკუთარი დაფინანსების წყაროები თავადაც გაასაჯაროონ.

„მოვუწოდებთ ყველა იმ ადამიანს, ვინც არის ამ ნარატივის ავტორი, საიდან ფინანსდებიანო, რომ თავადაც გაასაჯაროონ საკუთარი ფინანსები. ჩვენ დავიწყებთ ამას და შემდეგ ყველა ორგანიზაციამ, მათ შორის, პოლიტიკურმა პარტიებმა, ცალკეულმა ადამიანებმა გაასაჯაროოს.

ჩვენ გამოვალთ ამ ინიციატივით პირველი და დაველოდებით სხვები როდის გაასაჯაროებენ ფინანსებს. ამას ისე გავასაჯაროებთ, რომ ადამიანის უფლებები არ დაირღვეს. როცა 10 და 5 ლარს რიცხავს ადამიანი, ხვდებით, რომ ეს არის რიგითი ადამიანის ჩარიცხული და არა მსხვილი შემომწირველის?!

რაც შეეხება ჩვენს დანახარჯს თბილისის აქციაზე, ჩვენ თანხა არაფერში, მათ შორის, არც ტრანსპორტირებაში არ გადაგვიხდია, მხოლოდ სცენაში გადავიხადეთ, რომელიც ჯამში, დაახლოებით 25 ათასი დაჯდა. რაც შეეხება გეგმებს, ხვალ ვაპირებთ გეგმების გახმოვანებას – კომპანიასთან დაკავშირებით,  დამატებით შეზღუდვით პროცესებს ვიწყებთ“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g