LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა ელექტრონული რეგისტრაცია 11 ივნისს დაიწყება

74
Untitled design (2)

თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა ელექტრონული რეგისტრაცია 11 ივნისს დაიწყება.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაცია ორ ეტაპად ჩატარდება.

პირველი ეტაპი, რომელიც პრიორიტეტული კატეგორიების აღსაზრდელთა ჩარიცხვას გულისხმობს, 11 ივნისს, 10:00 საათზე დაიწყება და 18 ივნისამდე გაგრძელდება.

პრიორიტეტული კატეგორტიებია:

➤  ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები;

➤ სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილები;

➤  პეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები;

➤  დედმამიშვილები (როცა აპლიკანტის დედმამიშვილი უკვე არის ამავე ბაღის აღსაზრდელი);

➤  მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე მოქალაქეთა შვილები.

➤  მრავალშვილიანი ოჯახების სტატუსის მქონე მოქალაქეთა შვილები;

➤  სამხედრო მოსამსახურეთა შვილები.

“სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების რეგისტრაციისათვის, საჭირო დოკუმენტაცია – ბავშვის დაბადების მოწმობა, ჯანმრთელობის ცნობა – ფორმა 100, ფორმა 50, ბაღის ნომერი და მშობლის საკონტაქტო ინფორმაცია მშობლებმა უნდა გაგზავნონ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: [email protected].

ელექტრონული ფოსტის იმავე მისამართზე ( [email protected]) მოხდება ზემოთ მითითებული სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე მოქალაქეების მიერ წარდგენილი დოკუმენტების (ბავშვის დაბადების მოწმობა, მშობლის პირადობის დამადასტურებელი ცნობა, ცნობა თავდაცვის სამინისტროდან, ინფორმაცია სასურველი ბაღის შესახებ, ასევე მშობლის საკონტაქტო ინფორმაცია) მიღება.” – აცხადებენ სამინისტროში.

მეორე ეტაპის რეგისტრაცია 18 ივნისს, 10:00 საათიდან დაიწყება:

●  აპლიკანტი ელექტრონულად დარეგისტრირებას შეძლებს ასაკობრივი კატეგორიის შესაბამისადж

●  მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ ის ფაქტი, რომ რეგისტრაციის გავლისას ბავშვი სააღმზრდელო წლის დაწყების თარიღისთვის (2021 წლის 15 სექტემბრისთვის) უნდა იყოს ორი წლის;

●  რეგისტრაცია თბილისის საჯარო ბაღებში წარიმართება ელექტრონულად თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე – www.kids.org.ge.

●  რეგისტრაციის დღეს იმუშავებს მხოლოდ სარეგისტრაციო ფორმა, რათა მომხმარებელს ძებნა გაუმარტივდეს და ინფორმაციის შეყვანისას დრო დაზოგოს.

●  რეგისტრაცია გაგრძელდება ადგილების შევსებამდე. ხოლო იმ აღსაზრდელების მშობლებს, რომლებიც ვერ შეძლებენ ბავშვის დარეგისტრირებას კონკრეტულ ბაღში, შესაძლებლობა ექნებათ 21 ივნისიდან ამავე ბაღში წარადგინონ განცხადება სარეზერვო სიაში მოხვედრის თაობაზე.

●  დარეგისტრირებული აღსაზრდელის მშობელმა საჭირო საბუთები უნდა წარადგინოს შესაბამის ბაღში.

საჭირო დოკუმენტაციაა: დაბადების მოწმობის ასლი, 2 ფოტოსურათი ( ბიომეტრიული), ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობა და მშობლების პირადობის მოწმობის ასლი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g