LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის ბაგა-ბაღებში გაზგაყვანილობის სისტემა კიდევ ერთხელ შემოწმდება

1549714897-cms-image-000045855-e1484900541191

„კიდევ ერთხელ, წინა კვირაში მივმართეთ „ყაზტრანსგაზს“ შემოწმებისთვის და კვლავ შემოწმდება ყველა ბაღი, როგორც „ყაზტრანსგაზის“, ასევე ჩვენი განყოფილების მიერ. ვთხოვეთ კომპანიას, თითოეული მოწყობილობისა და მილების შემოწმების ტემპი დააჩქარონ“ – ამის შესახებ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა. კახა გვანცელაძის თქმით,მომავალ კვირაში 180-ვე საბავშვო ბაღში გაზგაყვანილობის სისტემა კიდევ ერთხელ შემოწმდება, თუმცა ეს სასწავლო პროცესს ხელს არ შეუშლის.თბილისის ყველა ბაგა-ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეუფერხებლად გრძელდება.

„თბილისის ბაგა-ბაღებში უზრუნველყოფილია უსაფრთხოება. ბაღებს ჩვენი მონიტორინგისა და ინფრასტრუქტურის განყოფილება ამოწმებს. ამასთანავე, პროცესში ჩართულია კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“. ბაღები შარშან და შარშანწინ შემოწმდა. გაიცა რეკომენდაციები, რომლის საფუძველზე 20 ბაღში გაზქურები ელექტროქურებით ჩავანაცვლეთ, ასევე მოვაწესრიგეთ რამდენიმე ბაღი“, – განაცხადა გვანცელაძემ.

ამასთან, გორის 13 საბავშვო ბაღში ბუნებრივი აირის სისტემაში ხარვეზების გამოსწორებამდე სააღმზრდელო პროცესი შეჩერდება. შემოწმება სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს მიმართვის საფუძველზე „სოკარ ჯორჯია გაზმა“ ჩაატარა და სააგენტოს რეკომენდაციები მისცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g