LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის გარკვეულ რაიონებს წყლის მიწოდება 24 საათით შეეზღუდება

324
1

ხვალ, 7 დეკემბერს, დილის 11:00 საათიდან 8 დეკემბრის დილის 11:00 საათამდე თბილისის ცალკეული რაიონების მაცხოვრებლებს წყალმომარაგება შეეზღუდებათ.

ინფორმაციას ამის შესახებ “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ავრცელებს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, 7 დეკემბერს, ღრმაღელე-სამგორის წყალგამტარ გვირაბზე, წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით, აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება, შედეგად კი ისნის, ნაძალადევის და ჩუღურეთის რაიონების აბონენტების წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

“აღნიშნულთან დაკავშირებით, წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც ხვალ, 7 დეკემბერს, დილის 11:00 საათიდან 8 დეკემბრის დილის 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

◾  ისნის რაიონში – ვაზისუბნის დასახლებას და მიკრორაიონებს, მშველიძის, სულაქველიძის, დავითიანის, ლეჟავას ქუჩის I გასასვლელს, კაიშაურის, კიკეთის, ნიაბის, სამრეკლოს, მესხიშვილის, ავლაბრის, მეორე შორაპნის, გუჯარეთის, მელაანის, აწყურის, ქეთევან დედოფლის გამზირის N78-ს და მიმდებარე ქუჩებს;

◾  ვარკეთილის მე-4 მიკრორაიონის მე-3 კვარტალს, ნავთლუღის I დასახლებას, კობცოვის, ტატიშვილის, ხარაბაძის, უზნაძის და ბუცხრიკიძის ქუჩებს;

◾ ნაძალადევის რაიონში – ხუდადოვის, ბენდელიანის, თამარაშვილის, სტურუას, მესხის, ურიდიას, თოდრიას, ჟღენტის და მიმდებარე ქუჩებს. ლოტკინის მთის, სამღერეთის, ზაქარაიას, დაისის, ღრმაღელეს, ჯავის, დიდი ჯიხაიშის, კოკინაკის, ლომთათიძის, გრუზინსკის, ზედაზნის, გარეჯის, ახალ მოწამეთა, იოსელიანის, მუხრანის ქუჩას, გლინკას, გარეჯელის, შენგელაიას, ნაგომარის, რატევანის, ბოგვის და მიმდებარე ქუჩებს. სანზონის დასახლების ნაწილს;

◾ ჩუღურეთის რაიონში – მარუაშვილის, სამურზაყანოს, 9 ძმის, ნორიოს, ჩეჩელაშვილის, დავითაშვილის, ბაგრატიონის, გუმათის, ასპინძის, მეუნარგიას, სარკინეთის, ჯორჯაძის და მიმდებარე ქუჩებს. ივერთუბნის დასახლებას.” – წერია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g