LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის ჯაზფესტივალი – ზაქირ ჰუსეინისა და ვიჯეი აიერის საღამოები და ბისი, რომელზეც მუსიკოსები ორჯერ გამოვიდნენ

146
jazfestivali mTavarze

თბილისის 25-ე ჯაზფესტივალმა მუსიკით სავსე დღეების მიღმა ბევრი საფიქრალიც დაგვიტოვა – მათ, ვისთვისაც მუსიკა ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია და ვისთვისაც უბრალოდ, გასართობია და დროის გასატარებელი საშუალება, ან ორივე ერთად – ყველა ჩვენგანი კმაყოფილი იყო იმ არჩევანით, რაც წლევანდელ თბილისის ჯაზფესტივალზე „ისთერნ ფრომოუშენსმა“ გააკეთა – პირველი დღე – ვოკალური ჯაზის საოცრება დიანა რივსი, მეორე დღე – Crosscurents Trio გენიალური ზაქირ ჰუსეინის, დეივ ჰოლანდისა და კრის პოტერის შემადგენლობით და დღე მესამე – 21-ე საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო ჯაზმენად წოდებული პიანისტის, ვიჯეი აიერის ტრიოს ალბომით Uneasy, რომელიც არცთუ მარტივი მუსიკის მოსმენას, მუსიკოსთა ვირტუოზული მიდგომებისა და ტექნიკის წყალობით, უფრო მეტად მსუბუქს ხდის…

თბილისის ჯაზფესტივალის მეორე დღეს, როდესაც ზაქირ ჰუსეინი კოლეგებთან ერთად რეპეტიციას გადიოდა, მის მასტერკლასს ფოცხიშვილების ნაციონალური ბალეტის მედოლეები დაესწრნენ. მსოფლიოში ერთ-ერთი აღიარებული პერკუსიონისტი მოხიბლული დარჩა ქართველი მუსიკოსებით და მათთან ერთად კომპოზიციაც შეასრულა.

 

Posted by Lana Bendukidze on Friday, July 8, 2022

ჰუსეინის, პოტერისა და ჰოლანდის ტრიომ კიდევ ერთხელ შეგვახსენა და დაგვანახვა, სად ხვდება ერთმანეთს აღმოსავლეთი და დასავლეთი და სად არის ამ ორი სამყაროს გადაკვეთის მუსიკალური წერტილი. მაყურებელმა წინასწარ იცოდა, როგორი საღამო ელოდა, ამიტომ ფეხზე ადგომით მიესალმა შესანიშნავ ტრიოს. დეივ ჰოლანდმა აღნიშნა: „დიდი მადლობა ყველას. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს კონცერტზე. ძალიან მოხარულები ვართ, რომ აქ ვართ და თქვენთვის ვუკრავთ. რამდენიმე წლის წინ მინდოდა საქართველოში ჩამოსვლა, მაგრამ სამწუხაროდ, გარკვეულმა გარემოებებმა ხელი შემიშალა. ბედნიერი ვარ, რომ დღეს თქვენთვის დავუკრავ შესანიშნავ მუსიკოსებთან და ჩემს მეგობრებთან ერთად – კრის პოტერთან და ბრწყინვალე მუსიკოსთან, მაესტრო ზაქირ ჰუსეინთან ერთად, რომელთანაც სცენის გაზიარება ჩემთვის და კრისისთვის ძალიან დიდი ბედნიერებაა…“

შემდეგი დღე ჯაზური იმპროვიზაციის შესანიშნავ წარმომადგენლებს დაესწრნენ, თუკი წინა დღეს ვიხილეთ ჯაზური მემკვიდრეობის ნამდვილი შედევრები, ვიჯეი აიერის ტრიომ შემოგვთავაზა ის, რასაც დღეს უნდა მოვუსმინოთ. ჯაზის დღევანდელი დღე – ასე შეიძლება აღვწეროთ ვიჯეი აიერისა და მისი მუსიკოსების გამოსვლა ქართველი მსმენელის წინაშე. ვიჯეი აიერის ტრიომ იმდენად ვირტუოზული შესრულება შემოგვთავაზა, რომ მუსიკოსებს სცენიდან არ უშვებდნენ და ისინი ბისზე ორჯერ გამოვიდნენ, რაც იშვიათი შემთხვევაა…

ვიჯეი აიერმა საკუთარი თავი ასე წარადგინა: „დიდი მადლობა. რა კარგია თქვენი ხილვა. რა გასაოცარი ადგილია, დღეს ჩამოვედით დილის ოთხ საათზე, დავათვალიერეთ თქვენი ქალაქი, შესანიშნავი ისტორიით და აღფრთოვანებულები ვართ თქვენი კულტურითა და მემკვიდრეობით, ასევე ამ ქვეყნის ღვინით… ძალიან მოხარული ვარ, რომ პირველად ვარ საქართველოში და იმედი მაქვს, რომ არ ვიქნები უკანასკნელად…“

 

 

✔️ვიჯეი აიერის ტრიო თბილისის ჯაზფესტივალის სცენაზე – 21-ე საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო ჯაზმენად წოდებული პიანისტი ❤️დღე მესამე!

Posted by Radio Fortuna FM 106,9 on Saturday, 9 July 2022

აღსანიშნავია, რომ აუდიტორიის განსაკუთრებული აღფრთოვანება გამოიწვია კონტრაბასის ნამდვილად ჯადოქარმა, ლინდა მეი ჰან ოუმ, რომლის სოლოპერფორმანსები ცალკე აღნიშვნის ღირსია. საგულისხმოა, რომ ლინდა მეიმ თბილისში გადაღებული ფოტოები საკუთარი ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა: „პირველად #საქართველოში #თბილისში.   ჯადოსნური ადგილი, ასეთი მდიდარი – კულტურა, ენა, საკვები და დიზაინი.  სხვა ადგილისგან განსხვავებით, სადაც ვყოფილვარ და ერთ-ერთი საუკეთესო აუდიტორია, სადაც ოდესმე დამიკრავს.  ვისურვებდი, რომ დიდხანს დავრჩენილიყავით, მოხიბლული ვარ ადამიანებით, რომლებსაც შევხვდით, ძალიან თბილები იყვნენ…“

თბილისის ჯაზფესტივალის სამდღიანი ეიფორია დასრულებულია, თუმცა წინ კიდევ ერთი მუსიკალური ზეიმი გველოდება, ვინაიდან უკვე დაანონსებულია. 12, 13 და 14 აგვისტოს ბათუმში „ბლექ სი ჯაზფესტივალი“ გველოდება!..

ფოტო/ვიდეო: მიღება ამერიკის ელჩთან და მუსიკის გაკვეთილები დაიანა რივსისგან თბილისის ჯაზფესტივალის გახსნაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g