LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მერია 160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვას 2024 წლის ბოლომდე გეგმავს

177
კალაძე ავტობუსი

2024 წლის ბოლომდე, 160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შემოყვანაა დაგეგმილი. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. როგორც მან მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი მაისში გამოცხადდება, ბაზრის კვლევა კი 27 აპრილს დასრულდება. მისივე თქმით, ავტობუსების შესყიდვის წინასწარი თანხა 245 მლნ ლარი იქნება.

„გადაწყვიტეთ, შევისყიდოთ 18-მეტრიანი ავტობუსები. ამ მიზნით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გამოცხადებული აქვს ბაზრის კვლევა, რომელიც 27 აპრილს დასრულდება. პირველ ეტაპზე, 160 ერთეული ავტობუსის შესყიდვა განხორციელდება. ბაზრის კვლევის შესაბამისად კონსოლიდირებული ტენდერის გამოცხადება დაგეგმილია მაისის დასაწყისში. წინასწარი შეფასებით, 160 ერთეული 18- მეტრიანი ავტობუსის შესყიდვის ჯამური ბიუჯეტი, დღგ-ის ჩათვლით, 245 მლნ ლარი იქნება. ეს თანხა, რა თქმა უნდა, დაკორექტირდება ბაზრის კვლევის შედეგების მიხედვით. 18-მეტრიანი ავტობუსების მოწოდება დაგეგმილია 2024 წლის განმავლობაში. პირველი 50 ერთეული მოგვეწოდება საორიენტაციოდ 2024 წლის აპრილამდე“, – განაცხადა კალაძემ.

A კატეგორიის ტაქსების ნაწილს 1-ელი ივნისიდან ავტობუსის ზოლში მოძრაობა შეეძლებათ – კახა კალაძე

კალაძის ინფორმაციით, თბილისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე 18-მეტრიანი ავტობუსების გამართული ექსპლუატაციისთვის საჭირო ავტობაზის პროექტირება-მშენებლობაზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. როგორც მერმა აღნიშნა, ავტობაზის მშენებლობის დასრულება 2024 წლის ბოლომდეა დაგეგმილი

„ავტობაზა გათვლილი იქნება 200 ერთეულ 18-მეტრიან ავტობუსზე. ტენდერი დასრულდება 8 მაისს. პროექტის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 62 მლნ ლარს, დღგ-ს ჩათვლით. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, ხელშეკრულების ხელმოწერიდან არაუმეტეს 10 თვის ვადაში, უნდა მოაწყოს არანაკლებ 50 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის ექსპლუატაციისთვის საჭირო ავტობაზის ინფრასტრუქტურა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g