თბილისის რამდენიმე ლოკაციიდან ევროპის მოედნისკენ „ევროპის მარში“ მიმდინარეობს.
მოქალაქეები, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ, მსვლელობით მეტროსადგურ „300 არაგველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან წამოვიდნენ.
მსვლელობით მოემართებიან აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედნიდან და მარჯანიშვილის მოედნიდან, სადაც აქციის მონაწილეებს მანამდე, ასევე მარშით შეუერთდნენ „ექსპო ჯორჯიასთან“ შეკრებილები.
მსვლელობის მონაწილეებმა გადაკეტეს საავტომობილო გზები რუსთაველის გამზირზე, ასევე მარჯანიშვილის მოედნისა და მეტროსადგურ „300 არაგველის“ მიმდებარედ.