LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის საქალაქო სასამართლო – „მედიასაშუალებებში ვრცელდება სრული დეზინფორმაცია, თითქოსდა ტელეკომპანია „ფორმულას“ სასამართლოს მიერ ყადაღა დაედო, რაც არ შეესაბამება სიმართლეს”

128
page-fec5536c-c2be-4bae-a03d-afd66b55800e

თბილისის საქალაქო სასამართლოში აცხადებენ, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს ტელეკომპანია „ფორმულას“ სასამართლოს მიერ ყადაღა დაედო.

„მედიასაშუალებებში ვრცელდება სრული დეზინფორმაცია, თითქოსდა ტელეკომპანია „ფორმულას“ სასამართლოს მიერ ყადაღა დაედო, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სარჩელით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე დავით კეზერაშვილისა და ალექსანდრე ნინუას წინააღმდეგ. სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხეებისგან სოლიდარულად დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სარჩელის ფარგლებში უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ მოთხოვნა სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა, შესაბამისად აღნიშნულზე სასამართლო ვერც იმსჯელებდა“, – ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ფორმულას“ საგანგებო განცხადება – ხელისუფლების მთავარ სამიზნეს ამ ქვეყანაში კრიტიკული მედია და მათი გაჩუმება წარმოადგენს

ველით, მაგრამ „ფორმულას“ ჯერ ყადაღა არ ადევს – გიორგი თარგამაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g