LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის ზოოპარკში ფერადი შენობები იქნება – ზოოპარკი 13 ივნისისთვის ემზადება

342

ზოოპარკის დატბორილი და დაზიანებული შენობების ფასადები გაფერადდება. როგორც თბილისის ზოოპარკში აცხადებენ, შენობები, რომელიც გასული წლის სტიქიამ დააზიანა, ავტომაგისტრალის მხრიდან შეიღებება და გაფერადდება.  ”ძალიან სევდიანად გამოიყურებოდა. აივლიდი-ჩაივლიდი და სულ თვალწინ გედგა იმ საშინელი ღამის ცოცხალი ილუსტრაცია. რადგანაც, მიუხედავად ყველაფრისა, ცხოვრება გრძელდება, დაე, გაგრძელდეს ოპტიმისტურად, ფერადად და ხალისიანად! როცა ფასადების მოხატვის იდეა გაჩნდა, დიდხანს აღარ გვიფიქრია. მაშინვე შეუდგა ჩვენი დიზაინერი საქმეს და ესკიზებიც მალევე გამოაცხო. ნახატები თითქოს აცოცხლებს იმას, რაც გამოვიარეთ, ოღონდ, აცოცხლებს მძიმე დრამატიზმის გარეშე” – აცხადებენ ზოოპარკში.

შენობების მოხატვა 13 ივნისისთვის უნდა დასრულდეს. ამ დღეს ზოოპარკში შესვლა უფასო იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g