თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველმა კომპანიამ TAV Georgia მონაწილეობა მიიღო აშშ-ში გამართულ ტურისტულ გამოფენაში სახელწოდებით New York Travel & Adventure Show.
ღონისძიების ფარგლებში გაცნობითი ხასიათის შეხვედრები შედგა გამოფენაზე წარმოდგენილ ავიაკომპანიებთან (Air Canada, Japan Airlines, Norse Atlantic Airlines, Air India, Neos Air, French Bee Airlines, Air China და სხვა) და ამერიკის, იაპონიის, ხორვატიისა და ჩინეთის ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციებთან.
TAV Georgia-ს წარმომადგენლებმა შეხვედრებზე თბილისისა და ბათუმის აეროპორტების, მათი სერვისებისა და პოტენციალის შესახებ ისაუბრეს. კომპანიის გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე, ღონისძიების ფარგლებში, სადისკუსიო ნაწილსაც დაესწრო.
New York Travel & Adventure Show 2025-ზე ათასობით სტუმარი ტურიზმის სფეროს მთავარ ტენდენციებს გაეცნო. ამასთან, ეს გამოფენა ერთგვარი საკომუნიკაციო პლატფორმა იყო ტუროპერატორების, ავიაკომპანიების, მოგზაურებისა და ავიაციის სფეროში მომუშავე ბიზნესებისთვის.