LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისისთვის ახალი ავტობუსების შეძენა ისევ გადავადდა

74

თბილისისთვის ახალი ავტობუსების შეძენა ისევ გადავადდა. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილე ერთადერთი კომპანია – „თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ დისკვალიფიცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო bpn.ge ავრცელებს. შესაბამისად, როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მერიას ახალი ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერის გამოცხადება კიდევ ერთხელ მოუწევს.

ცნობისათვის, თბილისის მერიამ მუნიციპალური მომსახურებისათვის საჭირო საზოგადოებრივი ავტობუსების სახელმწიფო შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი, აუქციონის გარეშე თავიდან 2018 წლის 24 მაისს გამოაცხადა. წინადადებების მიღება 2 ივნისს დაიწყო და 5 ივნისს დასრულდა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მერია 90 ავტობუსის შესყიდვას 45 მილიონ ლარად გეგმავდა. შეთავაზების ფასის კლების ბიჯი 180 ათასი ლარი იყო. გარანტიის ოდენობა 45 000 ლარი, ხოლო ვადა 160 დღე.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, „პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ყველა ავტობუსი უნდა იყოს ერთი მარკის და ერთი მოდელის. ავტობუსების გამოშვების თარიღი უნდა იყოს არანაკლებ 2018 წელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები