თბილისში ოჯახის წევრები 15 წლის მოზარდს ეძებენ.
როგორც რადიო „ფორტუნასთან“ მოზარდის, დემეტრე კუხალეიშვილის დედა ამბობს, მისი შვილი გუშინ გაუჩინარდა. მოზარდის ძებნის ოპერაციაში ჩართულია პოლიცია.
„მეგობართან ერთად იყო, მეგობარს დაშორდა და მას შემდეგ აღარ ჩანს. ძებნის საქმეში ჩართულია პოლიცია. აცვია შავი ქურთუკი და ჯინსი“, – ამბობს „ფორტუნასთან“ დემეტრეს დედა გვანცა ყიფშიძე.
როგორც დემეტრე კუხალეიშვილის ოჯახის ახლობლების მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მოზარდი კამერებმა ბოლოს გუშინ, 21:59-ზე, საირმის ქუჩაზე ხელოვნების სკოლასთან დააფიქსირა.
„დაკარგულია 15 წლის მოზარდი.
ბოლოს დააფიქსირა საირმის ქუჩაზე კამერამ 21:59-ზე, ხელოვნების სკოლასთან. ამის შემდეგ მისი კვალი აღარ ჩანს. ტელეფონი გამორთულია და ამ დრომდე მასთან დაკავშირება ვერ ხერხდება. თუ ვინმეს: გინახავთ, შეგიმჩნევიათ ან გაქვთ კამერის ჩანაწერი, ან ნებისმიერი ინფორმაცია, რაც შეიძლება დაგვეხმაროს, გთხოვთ დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდეთ.
ტელ: 593 225 123 593 74 04 84 ნებისმიერი, თუნდაც უმნიშვნელო ინფორმაცია შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს. გთხოვთ, მაქსიმალურად გააზიარეთ“, – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

