LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ახალაშენებული საცხოვრებლები ყველაზე ძვირი კვლავ მთაწმინდაზეა

124
საცხოვრებელი ფართი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშის თანახმად, 2025 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 2.2%-ით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 11.5% შეადგინა.

საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსის დაფარვა შემოიფარგლება ქ. თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.

თბილისის უბნების მიხედვით, ახალაშენებული (დასრულებული) საცხოვრებლები ყველაზე ძვირი მთაწმინდაზეა.

უფრო კონკრეტულად, ბინების სეგმენტში: 1კვ.მ-ის ღირებულება მთაწმინდაზე 6769 ლარია, ვაკეში – 5880 ლარი, ჩუღურეთში – 4456 ლარი. კერძო სახლების სეგმენტში: 1კვ.მ-ის ღირებულება მთაწმინდაზე 4687 ლარია, ვაკეში – 4138 ლარი, დიდუბეში – 3858 ლარი.

magti 5g