LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში, ამიერკავკასიის მასშტაბით პროტეინებისა და სხვა საკვები დანამატების პირველი საწარმო გაიხსნა

76
168026949-3907335172689446-5259017525248289993-n

პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით, კიდევ ერთი ახალი ქართული საწარმო იწყებს წარმოებას, რომელშიც 2 მილიონამდე ლარის ინვესტიცია განხორციელდება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საწარმო „კომპავა ჯორჯიას“ დათვალიერებისას განაცხადა.

მასშტაბით პროტეინებისა და სხვა საკვები დანამატების პირველი საწარმო თბილისში ცოტა ხნის წინ გაიხსნა. სააგენტოს ინდუსტრიული მიმართულების სესხის პროცენტის თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში, შპს ,,კომპავა ჯორჯიამ“ სრულიად ახალი, თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური საწარმო შექმნა. კომპანია პროტეინებს, ამინომჟავებს, ვიტამინების კომპლექსებსა და სხვა საკვებ დანამატებს აწარმოებს.

„კომპანიას კარგი გეგმები აქვს და უახლოეს პერიოდში საკუთარი ნაწარმის ექსპორტზე გატანასაც გეგმავს, პირველ რიგში მეზობელ ქვეყნებში, შემდეგი კი ახალი ბაზრების მოძიებასაც დაიწყებს. იმედი მაქვს, „კომპავა ჯორჯია“ მალე გაზრდის გაყიდვებას, რასაც მოყვება წარმოების სიმძლავრისა და დასაქმებულთა რაოდენობის ზრდაც“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის, კომპანია „კომპავა ჯორჯიაში“ პროდუქტის დაფასოება 300 გრამიდან 5 კგ-მდე ქილებში ხდება, წარმოების მოცულობა კი წლიურად 40 ტონა საკვები დანამატია. შპს ,,კომპავა ჯორჯია“ სააგენტოს ინდუსტრიული მიმართულების კომპონენტის ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს. კომპანიაში ამ ეტაპზე 20 ადამიანია დასაქმებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები