საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, 2024 წლის მესამე კვარტლის მიხედვით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსს (RPPI) აქვეყნებს.
როგორც ირკვევა, მეორე კვარტალთან შედარებით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 0.9%-ით შემცირდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 8% შეადგინა.
ინდექსის დაფარვა შემოიფარგლება ქ. თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.
2024 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების კლება დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (-1.1%), ისე კერძო სახლების სეგმენტში (-0.2%).
საანგარიშო პერიოდში ახალაშენებული (დასრულებული) საცხოვრებლების სეგმენტში 1 კვ.მ-ის მედიანური ღირებულების მიხედვით ბინები (5717 ლარი) და კერძო სახლები (4517 ლარი) ყველაზე ძვირი მთაწმინდის რაიონში ღირდა.