LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში, შესაძლოა, ტრამვაი დაბრუნდეს – „ასობით მილიონობით ევრო ჯდება, რაც ძალიან მძიმე ტვირთი იქნება დედაქალაქისთვის“

4293
კ

ეკოლოგიური მდგომარეობა დედაქალაქში გაუმჯობესებულია, მაგრამ კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უკეთესი  გახდეს,- ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენ დავიწყეთ თბილისში, გლდანის რაიონში სარაჯიშვილის გამზირზე არსებული გზაგამყოფის რეაბილიტაცია. რომელიც მთლიანად იქნება მოწესრიგებული. გახსოვთ, რომ წლების განმავლობაში აქ ტრამვაი დადიოდა და ტრამვაის ადგილზე დარჩენილია  სივრცე, მას შემდეგ რაც გააუქმეს, ტრამვაის მოძრაობა დედაქალაქში, რაც ძალიან სამწუხაროა.

დღეს ტრამვაის აღდგენა და ამ პროექტის განხორციელება ასობით მილიონობით ევრო ჯდება, რაც ძალიან მძიმე ტვირთი იქნება დედაქალაქისთვის, თუმცა სამომავლოდ ვნახოთ, ყველაფერია შესაძლებელი.

ამ ადგილზე, გზაგამყოფზე, გაკეთდება ძალიან საინტერესო სასეირნო ბულვარი დასასვენებელი სივრცეებით. ამ პროექტის განხორციელება დავიწყეთ და ამ პროექტის ფარგლებში კიდევ ორი სივრცე შეემატება სარეაბილიტაციოდ, ესაა ლიბანისა და სარაჯიშვილის სკვერები, რომელიც მთლიანად მოწესრიგებული და განახლებული იქნება.

დაირგვება ახალი ხე მცენარეები, ამ პროექტის ფარგლებში კეთდება ველობილიკი, სასეირნო და სარბენი ბილიკები, განათებული იქნება ყველანაირად და რა თქმა უნდა, მწვანე სივრცეები იქნება. ეს ადგილი თავისი მორწყვის სისტემებით იქნება გაკეთებული, ანუ ყველაფერი, რაც კი თანამედროვე სკვერს სჭირდება ამ პროექტის ფარგლებში არის განსაზღვბრული. დაახლოებით 7 მილიონ 500 ათასი ჯდება ამ პროექტის განხორციელება.

ძალიან მასშტაბური სამუშაოებია, თვითონ ტერიტორია ხუთ ჰექტარზე მეტია და დარწმუნებული ვარ, როდესაც სამუშაოები დასრულდება, ერთ-ერთი ულამაზესი დასასვენებელი სივრცე იქნება“. – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g