LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში, ტიციან ტაბიძის ქუჩაზე ფერდი ჩამოიშალა – მერიის ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

180
თბილისის მერია

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, თბილისში, ტიციან ტაბიძის პირველი შესახვევის N24-თან მდებარე ფერდი ჩამოიშალა. მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ადგილზე იმყოფებიან თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების, გარემოს ეროვნული სააგენტოს, თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიისა და ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები, რომლებიც შეისწავლიან, რა გახდა მიწის მასის ჩამოშლის მიზეზი.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფერდის დათვალიერება. სპეციალისტების პირველადი დასკვნის საფუძველზე, თბილისის მერია შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

საჭიროების შემთხვევაში, მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, მუნიციპალიტეტი მზადაა, უზრუნველყოს ისინი დროებითი საცხოვრებელი ფართებით.“ – ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g