LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში, ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს

154
BeFunky-collage (7)

ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ლევან ასლანიშვილის ადვოკატის ანა შიშნიაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს.  

როგორც შიშნიაშვილი აღნიშნავს, საქმის დეტალებზე და გარემოებებზე ვერ საუბრობს, რადგან ბრალდებული დუმილის უფლებით სარგებლობს. ლევან ასლანიშვილს ბრალდება ოფიციალურად გუშინ წაუყენეს. სასამართლო მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს.

ცნობისთვის, 23 მაისს, ლევან ასლანიშვილმა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ყოფილ მეუღლეს – დანით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა.

ასლანიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ პრიმა“, „ვ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით) და 11 პრიმა 381 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით (შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

წყარო: „ინტერპრესნიუსი“
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g