24 დეკემბრიდან იანვრის ჩათვლით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით და კომპანია GeoEvents-ის ორგანიზებით, რესპუბლიკის მოედანზე გამოფენა–გაყიდვა, სახელწოდებით თბილისური ბაზარი/Tbilisi Street Market გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ გამოფენა– გაყიდვა პირველად 2018 წლის ივლისში, რიყის პარკში ჩატარდა და მას შემდეგ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის გადაწყვეტილებით, პროექტის განხორციელების შესაძლებლობა თბილისის მასშტაბით სხვადასხვა კომპანიას გადაეცა.
პროექტის მიზანს წარმოადგენს ადგილობრივი მიკრო და მცირე მეწარმეების პროდუქციის პოპულარიზაცია მოტივაცია და ხელშეწყობა.
გამოფენა–გაყიდვაში მონაწილეობის მსურველებს საშუალება აქვთ გაიარონ რეგისტრაცია 17 დეკემბრიდან 21 დეკემბრის ჩათვლით.
სარეგისტრაციო ფორმა: