ტეილორ სვიფტი მსოფლიო ჩარტების ლიდერობას არ თმობს. მისი ალბომი ზედიზედ უკვე მეოთხე კვირაა, „ბილბორდის“ ჩარტების უპირობო ლიდერია. ალბომი 1989 (Taylor’s Version) პირველობას ისევ არ თმობს ავსტრალიაშიც, სადაც ARIA-ს მუსიკალური ჩარტის პირველ ადგილზე უკვე მერვე კვირაა, რჩება.
საინტერესოა, რომ „ბილბორდის“ ჩარტის ათეულში 34 წლის სვიფტის სამი ალბომია, მათ შორის Midnights და Lover, მესამე და მეშვიდე პოზიციებზე. ამ შედეგებით სვიფტმა უკვე მოხსნა ლეგენდარული ელვის პრესლის რეკორდი, მაგრამ სამაგიეროდ, წინ აქვს გასაუმჯობესებელი The Beatles-ის რეკორდი, რომლის ალბომმა „ბილბორდის“ ჩარტში 132 კვირა დაჰყო.
ტეილორ სვიფტის საკონცერტო ფილმმა გაქირავების ყველა რეკორდი პირველივე კვირაში მოხსნა
ტეილორ სვიფტი პირველი ქალი არტისტია, რომელსაც თვეში Spotify-ზე 100 მილიონი მსმენელი ჰყავს