რამდენიმე საათის წინ, ლოს-ანჯელესში Ameriacan Music Awards გაიმართა.
საღამოს ტრიუმფატორები ტეილორ სვიფტი და კამილა კაბეიო გახდნენ, რომელთაც 4-4 ჯილდო მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ ქარდი ბი, რომელიც საღამოს ფავორიტი 8 ნომინაციით იყო გამარჯვებულად მხოლოდ 3-ში დასახელდა, დრეიკი კი, რომელიც ასევე 8 ნომინაციაში გამარჯვებისთვის იბრძოდა, ჯილდოს გარეშე დარჩა.
View this post on Instagram
Congrats to @iamcardib on your THREE #AMAs wins tonight!
A post shared by American Music Awards (@amas) on
,,საყვარელ სოულ/რიტმ-ენდ-ბლუზ ალბომად” XXXTentacion-ის 17 დასახელდა. ჯილდო 20 წლის ასაკში მოკლული რეპერის დედამ, კლეოპატრა ბერნარდმა მიიღო.
.@xxxtentacion's family accepts his award for Favorite Album – Soul/R&B at the #AMAs. pic.twitter.com/bAVzqfV9Gd
— American Music Awards (@AMAs) October 10, 2018
გამარჯვებულთა სრული სია ასეთია:
წლის შემსრულებელი – ტეილორ სვიფტი
წლის ახალი შემსრულებელი – კამილა კაბეიო
წლის კოლაბორაცია – Havana, კამილა კაბეიო და Young Thug
წლის ვიდეო – Havana, კამილა კაბეიო და Young Thug
წლის ტურნე – ტეილორ სვიფტი, Taylor Swift’s Reputation Stadium Tour
საყვარელი სოციალური შემსრულებელი – BTS
საყვარელი საუნდტრეკი – ,,შავი პანტერა”
საყვარელი პოპ/როკ მამაკაცი შემსრულებელი – Post Malone
საყვარელი პოპ/როკ ქალი შემსრულებელი – ტეილორ სვიფტი
საყვარელი პოპ/როკ დუეტი ან ჯგუფი – Migos
საყვარელი პოპ/როკ ალბომი – reputation, ტეილორ სვიფტი
საყვარელი პოპ/როკ სიმღერა – Havana, კამილა კაბეიო და Young Thug
საყვარელი ქანთრი მამაკაცი შემსრულებელი – ქეინ ბრაუნი
საყვარელი ქანთრი ქალი შემსრულებელი – კერი ანდერვუდი
საყვარელი ქანთრი დუეტი ან ჯგუფი – Florida Georgia Line
საყვარელი ქანთრი ალბომი – Kane Brown, ქეინ ბრაუნი
საყვარელი ქანთრი სიმღერა – Heaven, ქეინ ბრაუნი
საყვარელი რეპ/ჰიპ-ჰოპ ქალი შემსრულებელი – ქარდი ბი
საყვარელი რეპ/ჰიპ-ჰოპ ალბომი – Beerbongs & Bentleys, Post Malone
საყვარელი რეპ/ჰიპ-ჰოპ სიმღერა – Bodak Yellow (Money Moves), ქარდი ბი
საყვარელი სოულ/რიტმ-ენდ-ბლუზ მამაკაცი შემსრულებელი – Khalid
საყვარელი სოულ/რიტმ-ენდ-ბლუზ ქალი შემსრულებელი – რიანა
საყვარელი სოულ/რიტმ-ენდ-ბლუზ სიმღერა – Finesse, ბრუნო მარსი და ქარდი ბი
საყვარელი ალტერნატიული როკ შემსრულებელი – Panic! at the Disco
საყვარელი Adult Contemporary შემსრულებელი – შონ მენდესი
საყვარელი Contemporary Inspirational შემსრულებელი – ლორენ დიგლი
საყვარელი ლათინოამერიკელი შემსრულებელი – დედი იანკი
საყვარელი ელექტრონული საცეკვაო მუსიკის შემსრულებელი – Marshmello
View this post on Instagram
Congrats to all of the 2018 #AMAs winners!
A post shared by American Music Awards (@amas) on
შეგახსენებთ, რომ ,,ამერიკული მუსიკის დაჯილდოების” გამარჯვებულებს ხმის მიცემით ხალხი ავლენს. ცერემონიალი წელს 46-ედ ჩატარდა.