LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტეილორ სვიფტმა, ფლორიდაში ქარიშხლის გამო დაზარალებულების დასახმარებლად $5 მილიონი გაიღო

166
რესპუბლიკის მოედანი (1)

მომღერალმა ტეილორ სვიფტმა, ფლორიდაში ქარიშხლით დაზარალებულთა დასახმარებლად, $5 მილიონი გაიღო.

„ეს დაეხმარება ქარიშხლით დაზარალებულ ადამიანებს აღადგინონ ინფრასტრუქტურა, უზრუნველყონ აუცილებელი საკვები, სუფთა წყალი. ერთად ჩვენ შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ დაზარალებულ ოჯახებს“, – ნათქვამია სვიფტის განცხადებაში.

ქარიშხალი “მილტონი” ფლორის შტატში კვლავ მძვინვარებს. შტატს მე-3 კატეგორიის ქარიშხალი გასულ ღამეს დაატყდა თავს, მილიონობით ადამიანი ევაკუირებულია ან ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფლორიდის შტატში, ქარიშხალ “მილტონის” შედეგად დატბორილ დასახლებულ პუნქტებში ალიგატორები გამოჩდნენ. უკვე დაფიქსირდა თავდასხმის შემთხვევაც.

აშშ-ში, ქარიშხალ “მილტონის” შედეგად დატბორილ დასახლებულ პუნქტებში, ალიგატორები გადაადგილდებიან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g