თეირანი-თბილისი-თეირანის მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულება ავიაკომპანია “Iran Aseman Airlines”-მა დაიწყო. საჰაერო მიმოსვლა 27 ოქტომბრამდე, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და პარასკევს, Airbus A-320 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება. აღნიშნულ საჰაერო ხაზზე პირველი რეისი ავიაკომპანიამ 2 ივნისს შეასრულა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ავიაკომპანია Iran Aseman Airlines-ს საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2 ივნისს მიენიჭა.
ამჟამად საქართველოსა და ირანს შორის რეგულარულ ავიარეისებს ავიაკომპანიები Georgian Airways, ATA Airlines, Qeshm Air, Zagros Airlines და TABAN Airlines ასრულებენ.