თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში უბნის ინსპექტორს სცემეს.
შემთხვევა გუშინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ინსპექტორი 22 წლის არის.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ურთიერთდაპირისპირების ფაქტი “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
როგორც უწყებაში განაცხადეს, დაკავებულია ინციდენტში მონაწილე 4 პირი. გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.