LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თელავში 26 მაისისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებისთვის დამონტაჟებული კონსტრუქცია ჩაინგრა

411
1558858794-61351555_2217837461584900_6208989784648450048_n

თელავში, თეატრის წინ 26 მაისისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებისთვის დამონტაჟებული კონსტრუქცია ჩაინგრა.

კონსტრუქციის აგება წუხელ გვიან ღამით დაიწყო და დღეს დილით განახლდა. თვითმხილველები აცხადებენ, რომ კონსტრუქციაზე ერთ-ერთი მუშა ავიდა, რის შემდეგაც ის ჩაინგრა.

როგორც ​საქართველოს პირველ არხს კულტურის ცენტრის ხელმძღვანელმა, ზაქრო რაზმაძემ განუცხადა, თელავში დაგეგმილი სადღესასწაულო პროგრამა ნაწილობრივ შეიცვლება. მისივე თქმით, შემთხვევისას არავინ დაშავებულა.

თელავის მერიაში აცხადებენ, რომ არ აქვთ ინფორმაცია, რომელი კომპანია ახორციელებდა სცენის მონტაჟს და ამბობენ, რომ კულტურის სამინისტროს ორგანიზებით მიმდინარეობდა.

 

წყარო: 1tv

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g