LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თემო გოცაძე: „სოთბის“ აუქციონზე მერაბ აბრამიშვილის ორი ნახატი რუსული არტის კატეგორიაში გაიყიდა…“

810
140273250-904946213606740-1416147073869050835-n

ცნობილი ქართველი მხატვარი, თემო გოცაძე საინტერესო ამბის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. მას გამოქვეყნებული აქვს პრესტიჟული „სოთბის“ აუქციონის ორი ლოტი, დიდებული ქართველი მხატვრის, მერაბ აბრამიშვილის ცნობილი ნამუშევრები, რომლებიც სამწუხაროდ, რუსული ხელოვნების კატეგორიის ქვეშ გაიყიდა.

გთავაზობთ თემო გოცაძის პოსტს ამ თემაზე:

„სოთბის“ აუქციონის ვებგვერდზე დაიდო ინფორმაცია, რომ დეკემბერში გაიყიდა მერაბ აბრამიშვილის ორი ნამუშევარი. ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ქართველი მხატვრები თანდათან იპყრობენ საერთაშორისო სააუქციონო სივრცეებს, მაგრამ გრძელდება ტენდენცია იმისა, რომ დაწყებული ფიროსმანიდან დღემდე, ქართული ხელოვნება იყიდება რუსული არტის სახელით. ეს პრობლემა გრძელდება უკვე  30 წელია და სამწუხაროდ, სამინისტრო უმოქმედოა. მიმაჩნია, რომ 2 ორგანიზაცია, საგარეო საქმეთა სამინისტრო და კულტურის სამინისტრო ვალდებულია, ჰქონდეს რეაქცია რუსეთის მსგავს ექსპანსიაზე. ეს არის კულტურის საერთაშორისო პოლიტიკა, სადაც რეალურად დღეს ვცხადდებით რუსულ ხელოვნებად!“

მერაბ აბრამიშვილის ნახატები „ედემის ბაღი“ და „კუმაონის კაციჭამია“ „სოთბის“ აუქციონზე 50,400 და 44,100 ფუნტად გაიყიდა. ნახატები გასაყიდად კერძო კოლექციებიდან გამოიტანეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g