უბედური შემთხვევა თბილისში. თემქაზე არასრულწლოვანი გოგონა დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, მოზარდი საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოვარდნის შედეგად გარდაიცვალა. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.