„ადამიანები, ვის გამოც, დღეს სასამართლო პროცესი მიდის, მხარში საქართველოს მომავალს ედგნენ და საქართველოს მომავლისთვის რომ ადამიანს ასამართლებ, როგორი აგრესიული ფორმითაც არ უნდა გამოეხატა ეს, ჩემთვის მიუღებელია“, – ამის შესახებ ბიზნესმენმა, თემურ ჭყონიამ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან განაცხადა, სადაც იგი აქციებზე დაკავებული მოქალაქეეების მხარდასაჭერად მივიდა.
თემურ ჭყონიას თქმით, მუხლი, რომლითაც ახალგაზრდებს ასამართლებენ, მათი დაღუპვაა და უფრო მეტი დანაშაული, ვიდრე მათი პროტესტის გამოხატვის ფორმა.
ბიზნესმენის მოსაზრებით, ხელისუფლებამ ქვეყნის მასშტაბით გამოსული მოქალაქეების აზრს პატივი უნდა სცეს და უფრო მეტად ჰუმანური გახდეს:
„თუ ამ თემას ჰუმანურად და გინდაც სამართლებრივად მივუდგებით, წესით ეს თემა სადისკუსიოდ საერთოდ არ უნდა არსებობდეს, ჩვენ ინტერვიუს არ უნდა ვიძლეოდეთ და ამდენი ხალხიც არ უნდა იყოს.
ადამიანები, ვის გამოც, დღეს სასამართლო პროცესი მიდის, მხარში საქართველოს მომავალს ედგნენ და საქართველოს მომავალისთვის რომ ადამიანს ასამართლებ, როგორი აგრესიული ფორმითაც არ უნდა გამოეხატა ეს, ჩემთვის მიუღებელია.
რაც შეეხება პროცესს, ის მუხლი, რომელიც ახლა ახალგაზრდებისთვის აქვთ შეფარდებული, ეს მუხლი არ არის, ეს არის ადამიანის დაღუპვა. ადამიანს, 18-19 წლისას 9 წელს მიუსჯი იმის გამო, რომ თვითონაც არ იცის, რატომ უსჯიან, თავისი სიმართლისთვის, მემგონი უფრო დიდი დანაშაულია, ვიდრე მათი პროტესტის გამოხატვის აგრესიული ფორმა.
ეკა ბესელია: „ჩვენი იურისტების ჯგუფი იცავს ანდრო ჭიჭინაძეს, ეს სამართლებრივი დავა, თუ აქ არ დასრულდება, საერთაშორისო სასამართლოში გადაინაცვლებს“
„ეს არის აშკარად გამოხატული პოლიტიკური საქმე, არც ერთი მტკიცებულება არაა, რატომ არიან ასეთი მძიმე ბრალდებით დაპატიმრებული.“
ამიტომ, როგორც მოქალაქე, თავს მეც შეურაცხყოფილად ვგრძნობ, რადგან ქვეყანაში ასეთი არაჰუმანური მიდგომებია.
ეს არ ვარგა არც ქვეყნის იმიჯისთვის, არც მომავალი თაობისთვის. მეორე ყველაზე დიდი ტანჯვა კი ის არის, რომ ეს პროცესი დაუმთავრებელია, არ მგონია, ისეთი დანაშაული ჩაედინათ, გამოძიებას ამდენი დრო დასჭირვებოდა, ე.ი მტკიცებულება არ აქვთ.
აქედან გამომდინარე, ეს პროტესტი, რომელიც ადამიანებში არის, უამრავ ადამიანში, ზოგი აქ დგას და ზოგი მთელ საქართველოში, ამას პატივი უნდა სცეს დღევანდელმა მმართველმა და იყოს ჰუმანური.“ – განაცხადა თემურ ჭყონიამ „მთავარ არხთან“ საუბრისას.
ინფორმაციისთვის, დღეს, 10 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძის და ამავე ბრალდებით დაკავებული კიდევ 9 პირის მორიგი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მოსამართლეებმა დაკავებულების აღკვეთი ღონისძიების გადასინჯვაზე უნდა იმსჯელონ.
გამოყენებულია „ნეტგაზეთის“ ფოტოები
თემურ ჭყონია რეჟიმის პატიმრებზე"ეს ბიჭები მხარში ედგნენ საქართველოს მომავალს, ამის გამო რომ ასამართლებ, ჩემთვის მიუღებელია… ეს არის ადამიანის დაღუპვა" | თემურ ჭყონია რეჟიმის პატიმრებზე
Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on Friday 10 January 2025