LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თემურ ჯანაშია პრეზიდენტს მიმართავს: გაასაჯაროოს მიხეილ სააკაშვილის მიერ 2013 წელს გამოცემული განკარგულებები

206
ტემურ

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თემურ ჯანაშია სალომე ზურაბიშვილს მიმართავს.

„მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, გაასაჯაროოს მიხეილ სააკაშვილის მიერ 2013 წელს გამოცემული განკარგულებები, რომელიც შეეხება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაფინანსებას“, – ამის შესახებ თემურ ჯანაშიამ ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან განუცხადა, სადაც შესაბამისი განცხადება ადვოკატთან ერთად გააკეთა.

ჯანაშია აცხადებს, რომ ეს არის კონკრეტული ტესტი საქართველოს პრეზიდენტისთვის.

„ამ ტესტის გავლის მიხედვით, შეგვიძლია დავადგინოთ, ეს ადამიანები არიან თუ არა მოწოდებული საქართველოში დემოკრატიის და დამოუკიდებელი სასამართლოს განვითარებისთვის, თუ ისინი არიან ხელისუფლების ნაწილი და მათი დაკვეთების შემსრულებლები. წინა პრეზიდენტმა ეს ტესტი ვერ გაიარა“, – განაცხადა თემურ ჯანაშიამ.

ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადებით, ე.წ პიჯაკების საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული, შერჩევითი მართლმსაჯულების კლასიკური ნიმუში.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოხსნას საიდუმლო „გრიფი” და დაცვის მხარეს გადმოგვცეს სასამართლოში წარსადგენად ის დოკუმენტები, რაც ადასტურებს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში, როდესაც ფინანსთა მინისტრი “ქართული ოცნების” მიერ იყო დანიშნული და როდესაც მთელ სახელისუფლებო ვერტიკალს “ქართული ოცნება” აკონტროლებდა მთელი ერთი წლის მანძილზე, ზუსტად იმავე ტიპის ხარჯები გაიწეოდა, რა ტიპის ხარჯების გაწევის გამოც თემურ ჯანაშიას აქვს ბრალდება წარდგენილი.

ეს დოკუმენტები ნიშნავს იმას, რომ თუ ბიძინა ივანიშვილი არ ჩადიოდა დანაშაულს ამ ნაწილში, მაშინ დანაშაულის ჩადენაში არ შეიძლება ბრალდება ჰქონდეთ წარდგენილი ჯანაშიას და მიხეილ სააკაშვილს. ამ დოკუმენტებზე “გრიფის” მოხსნა “პიჯაკების საქმეს” წერტილს დაუსვამს და ნათელი მოეფინება იმას, რომ ის ხარჯები, რაზეც პროკურატურა ამბობს, რომ არის გაფლანგვა, სინამდვილეში იყო პრეზიდენტის უფლებამოსილების განხორციელებისთვის აუცილებელი სახელმწიფოებრივი დანახარჯი”, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g