LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თემურ ქათამაძე 28-ე დღეა შიმშილობს – „დაკლებული აქვს 17 კგ, შეკითხვაზე, თუ როგორ გრძნობს თავს, მაინც მპასუხობს, რომ მხნედ, თუმცა ამის მიღმა არსებობს შიმშილობის ეს პერიოდი, რომელმაც გამოიწვია წონაში მნიშვნელოვანი კლება“

131
თემურ ქათამაძე

ბათუმში მიმდინარე აქციების მონაწილე თემურ ქათამაძე უკვე 28-ე დღეა შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების ცენტრში შიმშილობს.

როგორც თემურ ქათამაძის ადვოკატმა, მარიამ გაბროშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა, ის იმყოფება სრულ შიმშილობაზე და იღებს მხოლოდ წყალს. ადვოკატის თქმითვე, თემურ ქათამაძემ 17 კგ. დაიკლო.

საია: „თემურ ქათამაძე უკვე 26 დღეა შიმშილობს, მოვუწოდებთ შსს-ს, დაუყოვნებლივ მოგვაწოდოს ინფორმაცია, რა კვლევები უტარდება და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა“

„გუშინ შევხვდი, ყოველთვის, შეკითხვაზე, თუ როგორ გრძნობს თავს, მაინც მპასუხობს, რომ მხნედ, თუმცა ამის მიღმა არსებობს შიმშილობის ეს პერიოდი, რომელმაც გამოიწვია წონაში მნიშვნელოვანი კლება, დაკლებული აქვს 17 კგ, რაც თვალსაჩინოც არის. ამ კლებას, რა თქმა უნდა, აქვს შემდგომი გართულებებიც.

დროებით მოთავსების ცენტრში, ზოგადად, არსებობს სამედიცინო დახმარება და იქ მყოფი პირები მუდმივად მოწმდებიან, ბატონი თემურიც, თუმცა იქ გადიან ისეთ შემოწმებას, როგორიც არის წევის, სატურაციის, შაქრის გაზომვა, რაც, რა თქმა უნდა, შიმშილობის ამ ვადის გათვალისწინებით არ აღწერს იმ ვითარებას, რაც რეალურად არსებობს“, – განაცხადა მარიამ გაბროშვილმა.

შეკითხვაზე, თუ როგორ გრძნობს თავს, მაინც პასუხობს, რომ მხნედ — თემურ ქათამაძის ადვოკატი

„შეკითხვაზე, თუ როგორ გრძნობს თავს, მაინც პასუხობს, რომ მხნედ. თუმცა ამის მიღმა არსებობს შიმშილობის ეს პერიოდი, რომელმაც გამოიწვია მნიშვნელოვანი წონაში კლება, დაკლებული აქვს 17 კგ.“ — მარიამ გაბროშვილი, თემურ ქათამაძის ადვოკატი, საიას იურისტი

Posted by Formula • ფორმულა on ოთხშაბათი, 12 თებერვალი, 2025

ცნობისათვის, ბათუმში მიმდინარე აქციების მონაწილე თემურ ქათამაძე უკვე 28-ე დღეა შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების ცენტრში შიმშილობს.

თემურ ქათამაძე 11 იანვარს, ბათუმში მიმდინარე აქციაზე დააკავეს 173-ე მუხლით, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. 5-დღიანი პატიმრობისა და იზოლატორის დატოვების შემდეგ, 16 იანვარს თემურ ქათამაძე ისევ დააკავეს. შსს-ს განცხადებით, ქათამაძე საიმიგრაციო კანონმდებლობის შესაბამისად არის დაკავებული.

7 თებერვალს, თემურ ქათამაძის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა და მისი პატიმრობა ძალაში დარჩა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g