ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ Novavax-ის ვაქცინის სამედიცინო თავისებურებაზე ისაუბრა და მისი უპირატოსობის მიზეზი განმარტა. აღნიშნა, რომ სხვა დანარჩენ ვაქცინებისგან განსხვავება ის არის, რომ უმეტესობა („პფაიზერი“, „მოდერნა“, ასტრაზენეკა“) ორგანიზმში გენეტიკური მასალის შეყვანაზეა დაფუძნებული.
„პფაიზერის“ და „მოდერნას“ შემთხვევაში – რნმ, „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში – დნმ, ვექტორის საშუალებით. დაფუძნებულია მტკიცებულებები დიდ მასალაზე, რომ ეს არ არის საზიანო, უსაფრთხოა და ჩვენ ეს გვჯერა, მაგრამ მაინც ახალი ტექნოლოგიებია. ფაქტობრივად, რნმ ტექნოლოგია პირველად გამოიცდება. Novavax-ის შემთხვევაში ტრადიციული ტექნოლოგიაა, ვირუსის ცალკეული ცილების შეყვანა ხდება ორგანიზმში, რაც გამოცდილია მრავალი ათეული წლითაა გამოცდილი. ეს გზა ერთ-ერთ ყველაზე უფრო უსაფრთხოდ და სანდოდაა მიჩნეული,” – განაცხადა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან საუბრისას თენგიზ ცერცვაძემ.
Novavax-თან წინასწარი შეთანხმება მილიონი დოზის მოწოდებაზე მიღწეულია: თენგიზ ცერცვაძე