LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თენგიზ ცერცვაძე – მესამე ტალღა დაძლეული არ არის, მხოლოდ პიკმა გადაიარა

63
ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი გაზრდილ რისკებზე საუბრობს.

თენგიზ ცერცვაძის თქმით, იმისათვის, რომ რეგულაციების შემსუბუქებას ეპიდსიტუაციის გაუარესება არ მოჰყვეს, წესები კვლავ ზედმიწევნით უნდა შესრულდეს.

“მესამე ტალღა გრძელდება. ზედმიწევნით უნდა შევასრულოთ რეგულაციები”

დღეიდან კოვიდპანდემიის პირობებში ამოქმედებული რეგულაციების შემსუბუქების მორიგი ეტაპი დაიწყო. იხსნება სახმელეთო საზღვრები, ასევე შემსუბუქება ეხება კვების ობიექტებსაც.

“ეს, რა თქმა უნდა, შეიცავს რისკებს, რომ ეპიდსიტუაცია გაუარესდეს, მით უმეტეს როცა ჯერ მესამე ტალღა არ არის მთლიანად დაძლეული, მხოლოდ პიკმა გადაიარა, მაგრამ მესამე ტალღა გრძელდება. უნდა ზედმიწევნით შევასრულოთ რეგულაციები და პირველ რიგში ყველამ ვატაროთ პირბადეები,” – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები