LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეონა კონტრიძე: “დილის 7 საათიდან ვტირი… ვერანაირი ძალა ვერ მაიძულებს მტრებად აღგიქვათ, იყავით, ხართ და იქნებით ჩემი მეგობრები..!”

9745
ტეონაა ქ

ქართველი მომღერალი, თეონა კონტრიძე, რომელიც რუსეთში წლებია, მუშაობს და ცხოვრობს, უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.

„მორჩა, ხუმრობები დამთავრდა… უკრაინასთან ომი დაიწყო. ჩვენ არავინ მოგვისმინა, ნუ, არც უკითხავთ. დილის 7 საათიდან ვტირი. ჩემი გონება პარალიზებულია. ვშიშობ და ვნერვიულობ ჩემს უსაყვარლეს მეგობრებზე,  კიეველებზე, ოდესელებზე, ლვოველებზე…

მე ისინი ძალიან ბევრი მყავს და მე მათ ვაღმერთებ.

ვერანაირი ძალა ვერ მაიძულებს მტრებად აღგიქვათ. თქვენ ხართ ჩემი მეგობრები – იყავით, ხართ და იქნებით! არ მაქვს ძალა ვთქვა ქართული სადღეგრძელო. ისევ შევბრუნდები ნიკოლაი სასწაულმოქმედის ხატისკენ და შევთხოვ, რომ შეწყდეს ძმათამკვლელი ომი. ვიჯდები მოსკოვის ავტობუსის გაჩერებაზე და დაველოდები, როდის დასრულდება ეს საშინელება!“, – წერს კონტრიძე.

ცნობისთვის, უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანებიან რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი, ვალერი მელაძეს და ქეთა თოფურიაც.

ვიდეო: “გევედრებით, შეწყვიტეთ საბრძოლო მოქმედება, ისტორია ოდესმე განსჯის და ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს…” – ვალერი მელაძე მიმართვას ავრცელებს

“არა ომს” – ქეთა თოფურია უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

რუსეთ-უკრაინის ომის ქრონოლოგიას და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით აქ: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g